png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.12.2016
  • 16:23
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის სფეროების გაფართოება მისასალმებელია.

ყურადღება დაეთმო 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

შეხვედრას დაესწრნენ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ენრიკო აპრიამოვი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარენ პარუნაკიანი, სომხეთის სამხედრო ატაშე სამველ რამაზიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge