თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს
- მსოფლიო
- 23.12.2016
- 13:03
თურქეთის პოლიციამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავა, პროქურთული ხალხთა დემოკრატიული პარტიიდან - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
„ვიცე-სპიკერი, ჩვენი კანონმდებელი პერვინ ბულდანი უკანონოდ დააკავეს სტამბულში მდებარე თავის სახლში“ - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200