ენმ ამთავრებს არსებობას -დავით დარჩიაშვილი
- პოლიტიკა
- 23.12.2016
- 13:40
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას, - ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
დავით დარჩიაშვილი თავისი თანაგუნდელის, გივი თარგამაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, გამოეხმაურა.
”ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)", - წერს დავით დარჩიაშვილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200