ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ისევ დაირღვა
- მსოფლიო
- 25.12.2016
- 14:25
მთიან ყარაბაღში კვლავ სროლის ხმა ისმის. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 35-ჯერ დაარღვია.
აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან მთელი ღამის განმავლობაში უხსნიდნენ.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200