ლიბიის თვითმფრინავის გამტაცებლებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ
- მსოფლიო
- 26.12.2016
- 11:53
ლიბიის სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულებს ბრალი უკვე წარუდგინეს.
კომპანია Afriqiyah Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, 23 დეკემბერს გაიტაცეს. თვითმფრინავის ბორტზე 111 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
ფამტაცებლებს რომში გაფრენა სურდათ, მაგრამ ეკიპაჟის მეთაურმა ავიალაინერი მალტაში საწვავის უკმარისობის მიზეზით დასვა. მოლაპარაკებების შემდეგ გამტაცებლებმა ყველა მგაზვრი გამოუშვეს, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200