png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 26.12.2016
  • 17:46
 საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნა

საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნა, რომლის ინვესტიციაც 15 მილიონ ლარს შეადგენს.  საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაესწრო და „აგროჰაბის“ მფლობელებს ახალი ჰიპერმარკეტის გახსნა მიულოცა.

„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. აქ განხორციელდა 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმდა 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ისევე როგორც, ქალაქში შეიქმნა ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში შეიძინონ ხარისხიანი და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა, ძალიან კარგი კონცეფციაა და ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის,“- განაცხადა თბილისის მერმა.

კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

კომპანია „აგროჰაბს" აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება „აგროჰაბში“. ჰიპერმარკეტის მარანში კი მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 11 დასახელების, ცოცხალი ღვინო. ღვინის ასორტიმენტში იქნება ისეთი სახეობები როგორიც არის უსახელაური, ოჯალეში, ხვანჭკარა, საფერავი და სხვა.

პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას გააჩნია ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორია. ამასთან ერთად, „აგროჰაბში" სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროდუქტიც გაიყიდება, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნატურალური ლორი, შაშხი, თაფლი და სხვა.

კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მაღაზიის დამატებას გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge