შავ ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია
- მსოფლიო
- 27.12.2016
- 11:36
მაშველებმა შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის შავი ყუთი და კიდევ სამი ცხედარი იპოვნეს. ცხედრებს იდენტიფიკაციისთვის მოსკოვში გადაასვენებენ.
საბორტო ჩანაწერების შესწავლა კი უკვე დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
დაღუპულებს შორის ჟურნალისტები, მუსიკოსები და მსახიობებიც არიან. მათ სირიის რუსულ სამხედრო ბაზაზე კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200