png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება

  • საზოგადოება
  • 28.12.2016
  • 11:19
სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება

სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ქალაქი საახალწლოდ სრულ მზადყოფნაშია, დედაქალაქის მასშტაბით, წელს დამატებით კიდევ საახალწლო ილუმინაციებით რამდენიმე ქუჩა მოირთო. ასევე, გახსნილია „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში და გელოდებათ „ახალი ტფილისი“, რომელიც წელს საკმაოდ დატვირთულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.

„2017 წლის გალა კონცერტი კი წელს ვარდების მოედანზე გაიმართება, სადაც თქვენ დაუვიწყარი სანახაობა გელით. ვისარგებლებ შემთხვევით და წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას. მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge