ავღანეთში დეპუტატს თავს დაესხნენ
- მსოფლიო
- 28.12.2016
- 13:03
მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. აფეთქების ხმა დღეს დილით ქაბულის ცენტრალურ რაიონში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პარლამენტის დეპუტატის, ფარუკი ბეჰიშტის ავტომობილში ამოქმედდა. შედეგად დეპუტატი და მისი ვაჟი დაშავდნენ. სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ვრცელდება ინფორმაცია ბეჰიშტის პირადი მცველის დაღუპვის შესახებაც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200