png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოსკოვი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ადეკვატურ პასუხს გასცემს - დიმიტრი პესკოვი

  • მსოფლიო
  • 30.12.2016
  • 14:06
 მოსკოვი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ადეკვატურ პასუხს გასცემს - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი  აცხადებს, რომ მოსკოვი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ადეკვატურ პასუხს გასცემს.

“ჯერ ვერ ვიტყვი, როგორი იქნება პასუხი, თუმცა, როგორც ვიცით, აქ აბსოლუტურად უალტერნატივოდ მოქმედებს სამაგიეროს პრინციპი. რა თქა უნდა, გაცემული იქნება ადეკვატური პასუხი”, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

ამავე დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხო ზომები ამერიკულ მხარეს ამავე სფეროში დისკომფორტს შეუქმნის.

დიმიტრი პესკოვი ასევე მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავისი ქმედებებით ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციები შეარყიოს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას “გაბოროტებულ და ახლომხედველ წარუმატებელ პირთა ჯგუფი” უწოდა.

თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.

ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge