png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განათლების შესახებ კანონპროექტში რამდენიმე დებულების დახვეწას მოითხოვს

  • პოლიტიკა
  • 05.01.2017
  • 10:29
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განათლების შესახებ კანონპროექტში რამდენიმე დებულების დახვეწას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადმოცემული "ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება, მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი. აღნიშნა, რომ აუცილებელია, ეს დებულებები დაიხვეწოს ზოგადი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე და მათი დანერგვა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებების, მათ შორის განათლების საყოველთაოობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტში არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ეს შეხედულება, ეს წუხილი ჩვენ გავუზიარეთ განათლების მინისტრს და მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაკონკრეტების პროცესში, რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ამ დებულებების დაკონკრეტება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური ფასეულობების, განათლების საყოველთაოობის და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე",- განახცადა ანა დოლიძემ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტმა ეს კანოპროექტი მიიღო დაჩქარებული წესით სამი მოსმენით ოთხ დღეში. ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში კანონპროექტის მიღებამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას სიღრმისეულად შეესწავლა და ემსჯელა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge