png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

,,დააშრე ჭაობი!" - ”გირჩი” სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა მუშაობის შესწავლას იწყებს

  • პოლიტიკა
  • 05.01.2017
  • 12:16
,,დააშრე ჭაობი!" - ”გირჩი” სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა მუშაობის შესწავლას იწყებს

პოლიტიკური პარტია ”გირჩი” სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა მუშაობის შესწავლას იწყებს. გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით კამპანიის სახელწოდება იქნება ,,დააშრე ჭაობი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ მიმართავს სახელმწიფო უწყებებს, გამოყონ ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამუშაო პროცესში დააკვირდებიან.
,,2017 წელს ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი რეფორმები იმისთვის, რომ კარდინალურად შეეცვლა ეკონომიკური გარემო და გაეჩინა გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის განცდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, არის ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფასები გაეზარდა საწვავზე, თამბაქოზე და ალკოჰოლზე, ავტომანქანებზე და ა.შ. აღნიშნული ნაბიჯებით ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არსებული ბიუროკრატია იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ მოქალაქეებმა მის შესანახად უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენ პერიოდულად ავარჩევთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვადასხვა სტრუქტურას და მივმართავთ ხელისუფლებას შემდეგი თხოვნით- აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი, დაგვრთოს ნება ვნახოთ და გადავიღოთ ამ თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მოქალაქეებს, თუ რაში იხდიან გადასახადებს, რატომ უწევთ გაზრდილი ფასის გადახდა პროდუქტებში და რატომ არის გაჩერებული ქვეყნის ეკონომიკა”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თხოვნით ჟურნალისტების მიერ შერჩეულ უწყებებში მოხვდნენ: მერია, ”სოლიდარობის ფონდი”, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დასხვა უწყებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge