primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თუ განათლების სამინისტროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ძალა არ შეგწევთ, საზოგადოებას ნერვებს მაინც ნუ მოუშლით - გიორგი ჩენდლერი განათლების მინისტრს

  • ეს საინტერესოა
  • 06.01.2017
  • 13:11
თუ განათლების სამინისტროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ძალა არ შეგწევთ, საზოგადოებას ნერვებს მაინც ნუ მოუშლით -  გიორგი ჩენდლერი განათლების მინისტრს

პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერტი გიორგი ჩენდლერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება.

გიორგი ჩენდლერი: თუ კარგად გავიგე  ბატონი განათლების მინისტრი სკოლებზე საუბრობდა და  მათ კატეგორიებად დაყოფაზე, მცირე სკოლები, დიდი სკოლები და წამყვანი სკოლების შესახებ მოგვითხრობდა.  სანამ რაიმეს შევაფასებდე მინდა განვმარტო, რომ ქმედება რომელიც არაფერს ემსახურება, ანუ არაფერს შეგვიცვლის, არის უსაქმურისა და მახათის თემა ერთი-ერთში.  აქვე ვიტყვი, რომ ეს არაფერს არ მოგვცემს, გარდა საბოლოო ჯამში რიგი სკოლების  დაკნინებისა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა  „მიგრაციას“  მის მიერ ხსენებული პატარა სკოლებიდან დიდი და წამყვანი სკოლებისაკენ, რამეთუ დიდი ალბათობით სტატუსი „პატარა სკოლა“ არ მოეწონება მოსწავლეს და ეცდება გადავიდეს „დიდ სკოლაში“. 

და მაინც რას ნიშნავს ტერმინი “წამყვანი სკოლა“?!! წამყვანი მასწავლებელი გამიგია, ვატარებთ მე და ბევრი ჩემი კოლეგა ამ სტატუსს კარგა ხანია და  გმადლობთ, მაგრამ  ვზივარ და ვფიქრობ, სკოლა როგორ შეიძლება იყოს წამყვანი ან ვინ სად მიჰყავს?! ჟურნალისტის შეკითხვაზე მინისტრმა დასძინა, რომ  არც განათლების დონით და არც დაფინანსებით ეს სკოლები განსხვავებული არ იქნება, აქ კი განვმეორდები და ვიტყვი, მაშინ რას ემსახურება სკოლების ასეთი დაყოფა?!!

ბატონო მინისტრო, ათასი პრობლემაა გადასაჭრელი სამინისტროში და თქვენ თუ  მათ მოსაგვარებლად მზად არ ხართ, ან ძალა არ შეგწევთ, ძალიან გთხოვთ საზოგადოებას ნერვებს  მაინც ნუ მოუშლით, სირცხვილიც არის და დამღლელიც.  უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელთა დღემე არ მოგვარება ძალიან რომ აზარალებს სისტემას, ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას და შესაბამისად  მთლიან ერს სნეულად გვაქცევს, და ეს ისეთი ჭირია, ისეთი სენი, რომ გეფიცებით ოღონდ ეს არა და მირჩევნია, სიმსივნე მქონდეს.  გავიგეთ, ბაყაყის შეჭმის გზებიც გავიგეთ, წითელქუდაც გავიგე  და ნაცარქექიაც, კომბლე და ასფურცელაც, მაგრამ ვინ დაგვწყევლა ასე ან რატომ ამას ვერ მივხდი ჯერ და ალბათ ვერც მივხვდები.

სკოლები კი არ უნდა დახარისხდეს მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, არამედ სამინისტრო უნდა ცდილობდეს მოსწავლეთა გადანაწილება სკოლებში  იყოს დაბალანსებული, სხვათა შორის, ეს ძალიან მარტივად შესაძლებელია და რაიმე სახის სირთულეებთან არ ასოცირდება, დამიჯერეთ.  პრობლემა სწორად შეგინიშნავთ, ამ ხრივ, თბილისის სკოლებშიც დარღვეულია ბალანსი, დიახ, არ არის გამართლებული  ზოგიერთ სკოლაში 2000 მდე და  მეტი მოსწავლე რომ არის და ზოგიერთში 200-300 მოსწავლე, მაგალითად ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში 2567 მოსწავლეა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 1957 მოსწავლე , 173-ე სააჯრო სკოლაში 1947 მოსწავლე, 175-ე საჯარო სკოლაში 2310 მოსწავლე, როცა მაგალითად,  73-ე საჯარო სკოლაში 186, მაგრამ პრობლემა იცით სად არის?! სამინისტროში და არა მოსწავლეში ან მშობელში, სამინსიტრო ვალდებულია დროული რეაგირება მოახდინოს პრობლემაზე, კერძო სკოლაში თუ სწავლობს ბავშვი სადაც უნდა იქ წაიყვანოს მშობელმა, თუ უნდა თბილისიდან ბათუმში ატაროს, მაგრამ როცა საჯარო სკოლას ეხება საქმე რაიონს გარეთ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვს გავიდეს, სკოლა აირჩიოს უნდა რაიონშივე, რა აუცილებელია, ან რა მიზანს ემსახურება ვარკეთილიდან ბავშვი დადიოდეს საბურთალოზე არსებულ სკოლაში ან პირიქით, ათობით საჯარო სკოლას გვერდს ჩაუვლის და მიდის სადღაც, თქვენი აზრით რატომ, როცა პროგრამა საჯარო სკოლებში ერთი და იგივეა. ან გასაგებად უნდა იყოს დასაბუთებული მშობლის ან მოსწავლის არგუმენტი რატომ არ უნდა თავისივე რაიონში არსებული  ოცი სკოლიდან არც ერთი და რატომ უნდა მანდამაინც სხვა. 

სხვათა შორის, დრო არ მაქვს თორემ ძალიან ბევრ სკოლას  ვნახავდი ბაზაში, რომელიც მოსწავლეთა ასეთი დაუბალანსებელი გადანაწილების მსხვერპლია, სამწუხაროა, რომ მშობლებიც ვერ ფიქრობენ იმდენს, რომ ეს სკოლები არ არის გათვლილი ამდენ მოსწავლეზე, რაც გულისხმობს რომ აღნიშნულ სკოლებში არის ჟანგბადის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, და გამომდინარე იქედან რომ თემიდან გადახვევა არ გამომივიდეს ამ მიმართულებით არ  წავიყვან საუბარს. თან რადროს ჟანგბადია, როცა მინიმალურ დონეზე არ არის მოწესრიგებული რიგ სკოლებში ჰიგიენური ნორმები.

და ბოლოს, რადროს კომბლეა და რადროს  წიქარა, მეცნიერებას მივხედოთ, ჯანსაღ ხედვებზე აგებული  რეფორმები შევქმნათ, რომელზეც ხვალ და ზეგ არ ვიტყვით რომ შეცდომაა და არ გაამართლა, პედაგოგიური უნივერსიტეტი არ გვაქვს  ქვეყანაში, ამაზე ვიფიქროთ, სახელმძღვანელოებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ როგორ შევქმნათ გარემო, რომ ადამიანმა შეძლოს სრულყოფილი განათლების მიღება, განათლება უნდა მივცეთ ადამიანს და არა თავსმოხვეული აზრები, ცოდნა სჭირდება პიროვნებას და ის შემდეგ თვითონ შეძლებს კომბლეს და წითელქუდას ავკარგიანობა გაარჩიოს და თქვენც დრო არ დაგეხარჯებათ მათ განხილვაზე.

წყარო: https://www.facebook.com/chandlerOP/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge