საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
- საზოგადოება
- 06.01.2017
- 12:31
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა - ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.
პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლოაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა -
კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200