png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

  • სამართალი
  • 06.01.2017
  • 14:58
 სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ არაერთგზის ძალადობის ჩადენისთვის, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის II ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ ჭიტაძემ ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სმადაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დედას ც.ჭ.-ს და არასრულწლოვან შვილს ნ.ჭ.-ს სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელთა დამცირება და ტანჯვა გამოიწვია. 
სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ თამაზ ჭიტაძე სხვადასხვა დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, დედას და შვილს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ამცირებდა.
თამაზ ჭიტაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვანისა და ოჯახის ორი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა. 
აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭიტაძე დედისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2014 წლის 2 ივლისს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ვინაიდან, იგი თავს არიდებდა სასჯელის მოხდას, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1125 ლარის ოდენობით. ასევე, თამაზ ჭიტაძე 2015 წლის 27 თებერვლის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და ჯარიმა 1125 ლარი განესაზღვრა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჭიტაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით განუსაზღვრა. ვინაიდან თამაზ ჭიტაძეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით მოუხდელი ჰქონდა, იგი მიემატა 2016 წლის 12 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თამაზ ჭიტაძეს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით და ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით განესაზღვრა. 
თამაზ ჭიტაძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნა აყვანილი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge