png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით თბილისს ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ეწვევიან

  • ეკონომიკა
  • 06.01.2017
  • 15:51
 ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით თბილისს ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ეწვევიან

თბილისში ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენელი ჩამოდის. ვიზიტის მიზანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების მომზადება.

ისრაელელი ჟურნალისტები თბილისს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, „ისრაელის სახლისა“ და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ორგანიზებით ეწვევიან. 

პრესტურში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამოცემებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, როგორიცაა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე საინფორმაციო სააგენტო YNET, ISRAEL HAYOM, MASA ACHER, NEWS, WALLA, PASSPORT NEWS, NEWS OF TOURISM, MAKO და სხვ.

ისრაელელი ჟურნალისტები პირველ შეხვედრას 9 იანვარს, 15:00 საათზე  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და „ისრაელის სახლში“ გამართავენ, სადაც ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ისაუბრებს  ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებსა და პოტენციალზე.

ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც მედიატურის მონაწილეებისთვის გამართავს პრეზენტაციას, თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017“. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ისრაელში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს აქტიურ მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, შარშან ისრაელში, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ორი წიგნის გამოცემა სწორედ ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხერხდა.

ღონისძიებაზე დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანიის „დორონ თრეველის“ დაჯილდოება ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).

შემდეგ შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გადაინაცვლებენ თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ.უზნაძის ქ. #113ბ), სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი გამართავს

პრეზენტაციას თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.

მომდევნო დღეებში ისრაელელი ჟურნალისტები მოინახულებენ საქართველოს რეგიონებსაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge