png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის სასპორტო სკოლაში საჯარო შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 09.01.2017
  • 14:05
 ბათუმის სასპორტო სკოლაში საჯარო შეხვედრა გაიმართა

სასპორტო სკოლაში სპორტის სფეროში მოღვაწეებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართეს. რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრის მონაწილეებთან სასპორტო სკოლასთან ე.წ „ბასკოსთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ დაინგრევა:
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისთვის, თემისადმი თქვენი ასეთი მაღალი ინტერესისთვის და აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება, წინადადებები და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ სპორტის სფეროში ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება თქვენთან კომუნიკაციით, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მივიღოთ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სასპორტო სკოლა ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ ინგრევა. ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით შეიძინა მხოლოდ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით, კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს. პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცედურები, რომელსაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სპორტსმენები სწორედ აღნიშნული შენობაში გააგრძელებენ სამომავლოდ საქმიანობას. ვიდრე არ მოხდება სპორტსმენების ალტერნატიულ ფართში განთავსება არსებული ორი სპორტული ცენტრის დემონტაჟი არ განხორციელდება.
სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“.
სასპორტო სკოლაში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები მინისტრებს დაუსვეს. დამსწრეებს აჭარის განთლების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სპორტი მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა და სპორტსმენებს აუცილებლათ ექნებათ უკეთესი პირობები ვარჯიშისთვის და საქმიანობიოსთვის. ინგა შამილიშვილმა ასევე წარმატებულ სპორტსმენებზე ისაუბრა და მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი საქაღთველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილი ლაშა ჩავლეშვილი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის სასპორტო სკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციის წევრები, სპორტის კოორდინატორები, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge