png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს - გიორგი მარგველაშილი

  • პოლიტიკა
  • 09.01.2017
  • 15:00
გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს - გიორგი მარგველაშილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გულისტკივილი და შეშფოთება გამოხატა ისრაელში, გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვაწერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისრაელის პრეზიდენტის მიმართ.

ჩვენთან სტუმრად არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ერის ლიდერი, რომლის დამოკიდებულებაც გამოხატულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან.

ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის; ჩვენს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კი, წელს 25 წელი უსრულდება. 

მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის; მთელი ჩვენისახელმწიფოებრიობის 25 წლის განმავლობაში ჩვენი ებრაელი მეგობრები ჩვენ გვერდით იდგნენ.

მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში.

ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე.

ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, ტერორიზმის პრობლემის ეფექტურგადაწყვეტამდე მიგვიყვნს, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ასევე, იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც  ISIS-ის პრობლემა ჰქვია და, რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ.

ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამურთიერთობების გასაღრმავებლად;

გვაქვს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმთან მიმართებაშიც. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსა და ისრაელს შორის, ბიზნესმენთა უფროაქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას, რაც ნამდვილად დიდ შესაძლებლობას შეიცავს.

პატივცემულ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და შესაძლებლობები გავაცანით, რომელიც ჩვენსა და ისრაელს შორის ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროებშითანამშრომლობის საფუძველს ქმნის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა, რომლის წინაპირობებიც არსებობს, უახლოეს მომავალში გაღრმავდება.

კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციით დატვირთული ვიზიტი;

გვიხარია, რომ ასე კარგად დაიწყო ჩვენთვის 2017 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს იმ ისტორიულთანამშრომლობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და სიძულვილის ნებისმიერ ფორმას, ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge