primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რივენ რივლინი: გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ!

  • პოლიტიკა
  • 09.01.2017
  • 15:03
რივენ რივლინი: გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ!

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

რივენ რივლინმა გიორგი მარგველაშვილს თბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, განსაკუთრებით თქვენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ. გმადლობთ, თქვენ და თქვენს თბილ ხალხს თბილიდახვედრისათვის.  

მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან, წმინდა ქალაქიდან - ცენტრალური ქალაქიდან. ეს არის ქალაქი, სადაც დაბრუნებისათვისაც ებრაელი ხალხი ორი ათასი წელი ლოცულობდა. დღეს, ეს არისქალაქი, სადაც ჩვენ ვგლოვობთ ტერორიზმისა და სიძულვილის მსხვერპლთ, ახალგაზრდა მამაკაცებსაც და ქალებს. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს, ტერორიზმი უფრო გააძლიერებს ჩვენსერთგულებას იერუსალიმისა და ჩვენი რწმენისადმი.

დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ჩვენს ქვეყნებს შორის დილოპმატიური ურთიერთობის 25 წლისთავი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გაცილებით მეტ დროს ითვლის. ებრაელთა სათვისტომო საქართველოში უკვე საუკუნეებია არსებობს და ჩვენ ვამაყობთ ებრაელთა მიერ ქართულ და ქართველი ხალხის მიერ ებრაულ კულტურაში შეტანილი წვლილით.

ქართველ ებრაელთა სათვისტომო აქ და ისრაელში წარმოადგენს ხიდს ჩვენს ქვეყნებს შორის და თბილი მეგობრობის მაგალითს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ასევე ვამაყობთ ქრისტიანული საზოგადოებით ისრაელში და ვიცით, რომ მრავალი ქართველისათვის იერუსალიმი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენს. ისრაელის სახელმწიფო განაგრძობს წმინდა ქალაქის ღირშესანიშნავიადგილებისა და ისრაელის ქრისტიანული საზოგადოების თავისუფლების დაცვას.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ვიზიტის დროს მსურს მეტი შევიტყო თქვენი ქვეყნისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

ძლიერ ვაფასებ დღეს დილით  გამართულ ჩვენს საუბარს და მოუთმენლად ველი შეხვედრებს თქვენი მთავრობისა და საზოგადოების ლიდერებთან. 

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ისრაელისა და საქართველოს ხალხებმა მივაღწიეთ ძალიან ბევრს ერთად მუშაობით, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და ეს ჩვენი მოვალეობაა. 

გილოცავთ თქვენი ახალი მთავრობის ფორმირებას. მჯერა, რომ ეს დროის საქმეა, რომ ერთად შევკრიბოთ ჩვენი ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების ხელმძღვანელები, რათა განვიხილოთმჭიდრო თანამშრომლობის საკითხები მთელი რიგი მიმართულებებით და გავაძლიეროთ ხალხებს შორის კავშირი.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ისრაელს შეუძლია მრავალი ახალი ტექნოლოგიის შეთავაზება, მოსავლის აღებისა და დაბინავების ხელშეწყობისათვის. მსურს ვიხილო მეტი დელეგაცია დათანამშრომლობის გაზიარება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით.

ასევე, კიბერ უსაფრთხოების სფეროში, რომელშიც ჩვენ მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ეს დღეს თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაცულობა და უსაფრთხოება.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თავისუფალ მსოფლიოსთან საერთო საფრთხეს ვიზიარებთ. ეს არის ფუნდამენტალიზმი. ეს საფრთხეები არის ჩვენს ქუჩებში, ჩვენი ქვეყნებისა და ქალაქების ქუჩებში. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას; ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ ფორმას და ჩვენ ერთობით ვდგავართ ამ საფრთხეების წინააღმდეგ.

მსურს გადაგიხადოთ გულითადი მადლობა საერთაშორისო არენაზე ისრაელის გვერდით დგომისათვის.

გამოვხატავ მადლიერებას გასულ თვეს ისრაელში მომხდარი ხანძრისას თქვენს მიერ შემოთავაზებული დახმარებისათვის, ასევე, საქართველოში მომხდარი საზარელი ავტოავარიის შემდეგ, თქვენი და ქართველი ხალხის მიერ ისრაელის მოქალაქეებისათვის გამოხატული დახმარებისათვის.

ჭირსა და ლხინში, გამოწვევების წინაშე, რომლებიც თავისთავად შესაძლებლობებსაც წარმოადგენენ, ისრაელი საქართველოს გვერდითაა.

გმადლობთ! გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ! დიდი მადლობა!" - აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge