primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ფარული მიყურადების საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

  • პოლიტიკა
  • 09.01.2017
  • 17:22
 ფარული მიყურადების საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კომიტეტის წევრებს შორის დისკუსიის გამართვა თემაზე, რომელიც ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებას ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობა

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტში უკვე შეიქმნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის ჩამოყალიბება.

„ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ჩვენ ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება როგორც გარე კონტროლის ეტაპი. ასევე, ვფიქრობთ საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტზე მუშაობა დაიწყება, მთავარი კითხვა იქნება უკვე, თუ როგორი იქნება ახალი მოდელი, ანუ სად იქნება უშუალოდ ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და როგორ მოეწყობა ეს სამართლებრივად.

„მიზანზე, ფორმებზე და განხორციელების შესაძლებლობებზე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ბალანსი უნდა დავიცვათ. ამ გზას დაადგა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა და ჩვენც ისეთ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ საქართველოში, რომელსაც საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ ეს საფრთხეები კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განცახადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს ეფექტურ საშუალებას განახორციელოს როგორც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ასევე, გაზარდოს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური სივრცის დაცვის გარანტიები.

„კომიტეტმა უკვე მოამზადა კვლევა, შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის მოდელი, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ბელგია. ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყნებში როგორ ხდება უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა. უსაფრთხოების ზომების გაზრდილი მასშტაბის გამო ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაზარდა პრევენციული ღონისძიებები და ჩვენც ეს ინფორმაცია გავუზიარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით კამპანიას „ეს შენ გეხება“ შემუშავებული აქვს კანონპროექტები: „ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამასთან, წარმოდგენილი იყო ახალი კანონის პროექტი „საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შესახებ“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge