png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 09.01.2017
  • 17:48
ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები - გიგი უგულავა

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

მისივე შეფასებით ენმ დღეს არის კრიზისში და მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში.

,, მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მან ასევე დაადასტურა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთანაც. 

”მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა ძნელია მობილურით კომუნიკაცია. საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება მის პოზიციას პარტიის დაშლასთან დაკავშირებით, ეს თავად მან უნდა დააფიქსიროს, მე ვერაფერს გეტყვით”, - აღნიშნა უგულავამ. 

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ფრაქციის სამუშაო ოთახში ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. თანაპარტიელები ერთმანეთს პარტიის დაშლაში ადანაშაულებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge