png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის ბულვარის დირექტორად ეთერ მაჭუტაძე დაინიშნა

  • საზოგადოება
  • 10.01.2017
  • 15:12
 ბათუმის ბულვარის დირექტორად ეთერ მაჭუტაძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ბათუმის ბულვარის უფროსის თანამდებობაზე ეთერ მაჭუტაძე წარადგინა.ზურაბ პატარაძემ ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ცისკარ გოგიტიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეთერ მაჭუტაძის ეფექტურ საქმიანობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. რამაზ ბოლქვაძემ აღნიშნა,რომ ახალი ხელმძღვანელი ბევრ სასიკეთო საქმეს განახორციელებს და კიდევ უფრო განავითარებს ბათუმის ბულვარს:
"გილოცავთ თქვენ, ბათუმის ბულვარს და მთლიანად ქალაქს ქალბატონი ეთერის ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელად დანიშვნას. ქალბატონ ეთერს აღნიშნულ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი - 27 წლიანი გამოცდილება აქვს. ძალიან ეფექტურად ხელმძღვანელობდა და ასევე მთავარი აგრონომი იყო აჭარის ისეთი ღირსშესანიშნავი და უმნიშვნელოვანესი ადგილის როგორიც ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელიც იმ პერიოდში კიდევ უფრო განვითარდა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ გარდა ამ სფეროში უდიდესი პრაქტიკული გამოცდილებისა ქალბატონი ეთერი სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.
მჯერა ბათუმის ბულვარში ის კიდევ უფრო ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. დაიცავს ბათუმის ბულვარს, არსებული იერსახის შენარჩუნებით უფრო განავითარებს და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება უცხოელი და ქართველი ვიზიტორებისთვის"- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

1989-2012 წლებში ეთერ მაჭუტაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა პოზიციაზე,მათ შორის მთავარ აგრონომად და ბაღის დირექტორად მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ეთერ მაჭუტაძეს დამთავრებული აქვს ვორონეჟის სატყეო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო მეტყევე-ინჟინერის სპეციალობით.
ეთერ მაჭუტაძე 25 სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge