png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტი პანკისის ხეობაში „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" მხარდაჭერას გააგრძელებს - სოფიო შამანიდი

  • საზოგადოება
  • 11.01.2017
  • 12:21
პრეზიდენტი პანკისის ხეობაში „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" მხარდაჭერას გააგრძელებს - სოფიო შამანიდი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პანკისი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრასდაესწრო, რომელზეც 3 იანვარს „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარი ხანძრის ინციდენტი განიხლეს.

პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთერთიწარმომადგენელი.

პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმეპროექტისათვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომელიც დაიწვა და მასში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ასევე, ხატვის კურსები ტარდებოდა.

„ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან, მეტიც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაშისაგანმანათლებლო პროექტებს",-  აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, კახეთის რეგიონულ ცენტრში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავის ადანაშაულებს, დისკუსიის მონაწილეებიშეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი კრიმინალური შემთხვევა იყო.

"ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მე მინდა მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობოორგანიზაციებსაც, რომ ამას ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა",- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე  მიმდინარეობს.

"მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ დამე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირი რელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის",- განაცხადა შეხვედრის დასრულებისშემდეგ სოფიო შამანიდმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge