png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება, შეიძლება, რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ - გიორგი გახარია

  • ეკონომიკა
  • 12.01.2017
  • 13:38
 თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება, შეიძლება, რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ - გიორგი გახარია

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია „გაზპრომთან“ ახალ შეთანხმებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი გაზთან მიმართებაში არ დარღვეულა. 

„მოწოდების პორტფელი შენარჩუნდა ისეთი, როგორიც იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება, მონეტარიზაციის შედეგად საქართველოს წამგებიან მდგომარეობაზე გამოთქმულ მოსაზრებას, მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის საბაზრო პრინციპები.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო როგორც მესამე მხარე. ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუნქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია“, - განმარტა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge