პოლონელ დეპუტატებს, რომლებმაც სეიმის მუშაობა ჩაშალეს, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- მსოფლიო
- 12.01.2017
- 14:27
პოლონელ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც სეიმის მუშაობა ჩაშალეს, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ დეპუტატებმა პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის მუშაობა უკვე მეორედ დაბლოკეს. მათ სეიმის სხდომის პლენარულ დარბაზში ტრიბუნა დაიკავეს.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა ტრიბუნა მანამდე დეკემბერშიც დაბლოკეს, რის შედეგადაც სხდომის გამართვა შეუძლებელი გახდა. სეიმის სპიკერი მარეკ კუხჩინსკი იძულებული იყო სხდომა სხვა დარბაზში გაეგრძელებინა. დეპუტატებმა მიიღეს რიგი კანონები, მათ შორის 2017 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ოპოზიცია უკანონოდ მიიჩნევს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200