png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით

  • საზოგადოება
  • 12.01.2017
  • 15:09
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით

Jumpstart Georgia და თიბისი ბანკი მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ.

თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემთა ვიზუალიზაცია, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეუერთდე მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს და შენს გუნდთან ერთად გახდე გამარჯვებული.

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი საქართველოში პირველად, 28-29 იანვარს ტექნოპარკში  გაიმართება.

სხვადასხვა სპეციალობის, 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები (დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ.) 24 საათის განმავლობაში  ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშავებენ. სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონში მონაწილეებს  მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემათ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ექნებათ.

ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსამზადებელი შეხვედრებიც. აპლიკაციის შევსება, ასევე ჰაკატონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge