ტრამპს შესაძლოა ინაუგურაცია ჩაუშალონ
- მსოფლიო
- 13.01.2017
- 10:01
20 იანვარს ვაშინგტონში არეულობებია მოსალოდნელი. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით აქტივისტი ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს. DisruptJ20 და Black Lives Matter აქტივისტები 12 პუნქტის ბლოკირებას შეეცდებიან, საიდანაც კაპიტოლიუმთან მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ინაუგურაციის დღეს აქციების ჩატარების ნებართვა 27 საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200