png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა ექნება

  • კულტურა
  • 14.01.2017
  • 11:32
სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა ექნება

სოხუმის სახელმწიფო ქართულ თეატრს, რომელიც თავის ისტორიას 1885  წლიდან ითვლის, დიდი ისტორიული და შემოქმედებითი ტრადიციები აქვს. თეატრი ყოველთვის ცდილობდა თავისი დროის მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოეჩინა სცენაზე.

XX საუკუნის 90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, თეატრი იძულებული იყო მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და თბილისში დაედო ბინა. მას შემდეგ, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნია. 

თეატრის ეს მეტადმნიშვნელოვანი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და საკუთრებაში გადაეცათ უზანაძის ქუჩაზე მდებარე ახალი ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი. დღეს, 15 იანვარს 19:00 საათზე სოხუმის თეატრის სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს კულტურის მინისტრი, თეატრმცოდნეები, სხვადასხვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, მსახიობები და ჟურნალისტები.

"მას შემდეგ რაც ჩვენმა დასმა 1993 წელს იძულებით დატოვა სოხუმი, თბილისში დაიწყო მოღვაწეობა. 9 წლის განმავლობაში შეგვიფარა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელმა ბატონმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ. შემდეგ რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრმა მიგვიღო. ლევან წულაძემ და ეკა მაზმიშვილმა საოცარი მასპინძლობა გაგვიწია. ამის შემდეგ სამეფო უბნის თეატრმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მერაბ და ნიკა თავაძეებს. შემდეგ ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა შეგვიკედლა თავისუფალ თეატრში. 2013 წლიდან ირაკლი გოგიამ გაგვიღო ახმეტელის თეატრის კარი, სადაც დღემდე ვმართავთ წარმოდგენებს. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის! მიუხედავად ასეთი მეგობრებისა და თანადგომისა დაგვეთანხმებით თეატრის სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭიროა საკუთარი ბინა, შენობა, სადაც თეატრი უფრო ნაყოფიერად შეძლებს საქმიანობის წარმართვას. უნდა ვაღიაროთ, რომ 1993 წლიდან ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა სოხუმის თეატრისთვის თუნდაც პატარა თავშესაფარის გამონახვა. დღეს კი სასიხარულო ამბავს ვზეიმობთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადმოგვცა სარეპეტიციო და საოფისე ფართი. როგორც იქნა თეატრმა საკუთარი ბინა შეიძინა. დევნილობაში მყოფი თეატრისთვის ეს დიდი საჩუქარია. დამეთანხმებით დღეს დევნილთა პრობლემები ყველაზე აქტუალური პოლიტიკური პრობლემებია მსოფლიოში. ამ საკითხებზე ევროპის და მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ. ჩვენც დავიწყეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საკუთარი შენობის, მისამართის მოპოვება ერთ-ერთი ფუნდამეტური ნაბიჯია განვითარების გზაზე. გვინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დიმა ჯაიანს, რომელმაც გადაარჩინა სოხუმის გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრი გაქრობისგან და ახალი შენობის გადმოცემაში მთავარი როლი შეასრულა. აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი სატკივარი და ეს დიდებული საქმე დააგვირგვინა. ყველას გიზიარებთ დიდ სიხარულს!", - ნათქვამია კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge