png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოგების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

  • ეკონომიკა
  • 16.01.2017
  • 13:58
 მოგების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგს შესთავაზებს.

მმართველ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ  http://tbcbusiness.ge/ -ზე  და გაიარონ თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ტრენინგი საგადასახადო საკითხებზე ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტისგან. 

სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს,  კერძოდ  მოგების გადასახადის შეცვლას, დაეხმარება მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან. 

გარდა ამისა, თიბისი ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა .

ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა.

ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში  დაეხმარება. 

ტრენინგში მონაწილეობა ყველას შეუძლია, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ესა თუ ის კომპანია თიბისი ბანკის მომსახურებით.

ტრენინგები მიმდინარეობს თიბისი ბანკის ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზ 11) . რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მცირე ან საშუალო კომპანიის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს ვებგვერდზე  http://tbcbusiness.ge/ .

ტრენინგებს უძღვებიან თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტები: ლია ნადიბაიძე, დავით პაპიაშვილი, ანდრო დგებუაძე და ლევან ლეფსვერიძე.  სულ მალე ტრენინგებს დაემატება ახალი თემა -  ადამიანური რესურსების მართვა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge