ობამა თეთრ სახლს 58 პროცენტიანი რეიტინგით ტოვებს
- მსოფლიო
- 17.01.2017
- 10:18
ბარაქ ობამას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე 58 პროცენტიანი რეიტინგი აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვა Gallup-მა ჩაატარა.
კომპანიამ სატელეფონო ინტერვიუ 4-8 იანვარს 1032 მოქალაქისგან აიღო.
ყველაზე მაღალი, 78 პროცენტიანი რეიტინგი ობამას 2009 წელს, ინაუგურაციის დღეებში ჰქონდა, მინიმალურ მაჩვენებლამდე (42%) კი მისი რეიტინგი 2014 წელს დაეცა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200