primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება - ზაქარია ქუცნაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.01.2017
  • 15:13
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება - ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და განაცახდა, რომ ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესი იანვარ-თებერვალში დასრულება.

,,საპარლამენტო არჩევნებმა დასაბამი დაუდო ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესს და ვფიქრობ, იანვარ-თებერვალში დასრულება ოპოზიციური პარტიების (ყველაზე აქტიურ პარტიებს ვგულისხმობ) დაშლის პროცესი. მე არ ჩამოვთვლი იმ პარტიებს, რომლებმაც ეს მოასწრეს 2016 წლის გვიან შემოდგომაზე. კარგი თუ ცუდია, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ დემოკრატიულ განვითარებას, პრობლემების აქტუალიზაციას, ხელისუფლების ფორმაში ყოფნას ძალიან სჭირდება კვალიფიციური ოპოზიციის არსებობა. თუ კვალიფიციური ოპოზიცია არ გეყოლა, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ხელისუფლება მოდუნდება. დემოკრატიულ სისტემებში ყველა სახელისუფლებო პარტია ადრე თუ გვიან იყო ოპოზიციური პარტია, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ოპოზიციური სპექტრის არსებობა. აქ რაიმე ხელოვნური ჩარევა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნებოდა. ბუნებრივი გადარჩევის პროცესი მიდის, ზოგიერთ პარტიაში ძალიან მტკივნეულადაც, ზოგიერთმა შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა ეს პროცესი, მაგალითად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთ კვირაში დაასრულეს ეს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ - ერთ თვეში. ე.წ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება, დაიშალა 3-4 ნაწილად და საკმაოდ მტკივნეულად მიდის ის პროცესი, რომელსაც ყველა ვაკვირდებით. ჩემი პროგნოზი, რომ ისინი დაიშლებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არ გამართლდა. უფრო ადრე დაიშალნენ მესამე და მეოთხე ნაწილად, ვიდრე ველოდებოდი მე მათ ლოგიკურ დაშლას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯგუფი აგრესიული, ძალადობრივი გადაწყვეტების მომხრე ფრთაა, ხოლო დანარჩენები არიან საარჩევნო გზით პოლიტიკაში ყოფნის გზის მომხრეები.

„ეს ორი განსახვავებული შეხედულება შეეჯახა ერთმანეთს. ჩვენი როლი ამ საქმეში მხოლოდ ერთ რამეში გამოიხატება, ჩვენ მივეხმარეთ მათ გაეაზრებინათ, რომ ნებისმიერი სისტემის და მმართველობის დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და ამის მაგალითი იყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ეს ორი ჯგუფი ალბათ, მრავალი თვის განმავლობაში იქნება დაპირისპირებულ რეჟიმში.

,,პოლიტიკის კანონი გვკარნახობს, რომ რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს რომელიღაცაზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ ორივე მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ორივე დადგება დამარცხების რისკის ქვეშ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge