png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში პარტნიორის მოძიებაში დაეხმარება

  • ეკონომიკა
  • 18.01.2017
  • 12:29
 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში პარტნიორის მოძიებაში დაეხმარება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ  კომპანიებს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ შეთანხმება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის- ნინო ჩიქოვანისა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის -  ჰიშამ ალ ვაკაიანის შეხვედრის დროს შედგა. ძირითადი სფეროები, რომლებიც ქუვეითის მხარეს აინტერესებს წყლის წარმოებას, სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას, ხორცის ექსპორტსა და ქვანახშირს მოიცავს, თუმცა ალ კაიანმა ნინო ჩიქოვანს სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიების შესახებაც სთხოვა ინფორმაცია.

ფონდი ქუვეითის სახელმწიფო ორგანოა და ბიზნესის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა ჰიშამ ალ ვაკაიანის განმარტებით ბიზნეს-სექტორებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს ელჩი ქუვეითში- როლანდ ბერიძეც იმყოფებოდა, რომელმაც პალატის პრეზიდენტს უახლოეს მომავალში ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად ქუვეითში  ვიზიტი შესთავაზა.  ვიზიტის  ფარგლებში  ორი ქვეყნის პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით  მემორანდუმი გაფორმდება.

მხარეებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებიც განიხილეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, რომლითაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge