შიმშილობის მე-5 დღე - პარლამენტის შენობასთან მეანაბრეებსა და დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა
- საზოგადოება
- 18.01.2017
- 14:47
თბილისის პარლამენტის შენობასთან. საკანონმდებლო ორგანოსთან საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებულთა აქცია იმართება.
მეანაბრეების თქმით, მათ პარლამენტის შესასვლელთან კედელზე ტრანსფარანტის გაკვრა უნდოდათ, რისი საშუალებაც საკანონმდებლო ორგანოს დაცვამ არ მისცა და აქციის მონაწილეებსა და დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მე-5 დღეა შიმშილობენ. საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200