png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სოფიო ქაცარავა ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 18.01.2017
  • 16:05
სოფიო ქაცარავა ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებიგანიხილეს. საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცებას, საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევუფრო მეტად განვითარებას, აგრეთვე, ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად შეიქმნება დიდ ბრიტანეთთანმეგობრობის ჯგუფი, რომელიც აქტიურ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ამოცანებს, უახლოესპერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის განხილული იქნა დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვასფეროებს მოიცავს.

„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაა ჩვენს პარტნიორებთან. მეტ ყურადღებას დავუთმობთ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებასსაპარლამენტო კუთხით უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ფარგლებში. თანამშრომლობის სამომავლო საინტერესო გეგმები გვაქვს, როგორც დიდი ბრიტანეთისპარლამენტთან, ასევე უელსისა და შოტლანდიის პარლამენტებთან", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და მეგობრობის ჯგუფებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მხარდაჭერა გამოხატა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge