png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადეცა

  • საზოგადოება
  • 19.01.2017
  • 15:13
 სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სულხან ოქროპირიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. 
საცხოვრებელი სახლი ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება მისასვლელი გზა და ეზო.  მრავალბინიან სახლში  ბინები 12 ოჯახს გადაეცა. 
,,დღეს ჩვენ ვართ ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში. აქ აშენდა ახალი სოციალური სახლი. სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს გადაეცემა ბინები. მოხარულები ვართ, რომ დღეს, ნათლისღებას, მუნიციპალიტეტთნ ერთად, ოფიციალურად გადავეცით ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები. მომავალშიც გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ადამინების უფლებების დაცვა, ხალხზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე, ეკომიგრანტებზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, კომპენსაციები გაიცა.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge