png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით ბრიტანული ინვესტიციების მოცულობა ზრდა მოსალოდნელია

  • ეკონომიკა
  • 19.01.2017
  • 15:54
 საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით ბრიტანული ინვესტიციების მოცულობა ზრდა მოსალოდნელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.  გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში უმსხვილესი ენერგოკომპანიის -“ბრითიშ პეტროლიუმის» აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას  ისახავს მიზნად.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ  BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში.

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,”-განაცხადა  რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს, სადაც ამჟამად, მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში, 500–ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge