„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებუებების განმტკიცებისათვის“ მემორანდუმი „Millennium School”-თან გააფორმა
- საზოგადოება
- 20.01.2017
- 11:30
არასამთვრობო ორგანიზაციამ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებუებების განმტკიცებისათვის“ ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ათასწლეულის სკოლასთან „Millennium School”.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ტრეინინგებში, კონფერენციებსა და პროგრამებში გაეროს შტაბბინაში ნიუ-იორკში, ევროსაბჭოში სტრასბურგში და ა.შ. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არსებულ ინგლისური ენის ცენტრის ELCML -ის პარტნიორ ორგანიზაციის Oxford House College –ის ლონდონის, ოქსფორდის და სტრედფორდ-აფონ-ეივონის ფილიალებში დაეუფლონ სასერთფიკატო პროგრამებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე 2017 წლიდან იწყებს ონლაინ სატელევიზიო პროგრამების ჩაწერას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. სატელევიზიო გადაცემების ჩაწერის პარალელურად მოხდება შერჩეული კონტიგენტის მომზადება სხვადასხვა თემატიკაში.