png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრეა

  • პოლიტიკა
  • 23.01.2017
  • 10:49
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრეა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრეა. ,,იმედის დროში“ მან განაცხადა, რომ ამ ტიპის მოდელი შესაძლოა აღმოჩნდეს შეთანხმების საგანი ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის.

,,ჩვენ გვმართებს ნაბიჯების ერთმანეთისკენ გადადგმა. ამ ტიპის მოდელი შესაძლოა აღმოჩნდეს შეთანხმების საგანი ბევრ პოლიტიკურ ძალას, ბევრ პოლიტიკურ ლიდერს შორის, რაც ამ თემაზე არასასურველ ვნებათაღელვებს გადაგვატანინებს და სხვა თემებზე ჩაღრმავებას შეგვაძლებინებს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

იგი იმედოვნებს, რომ კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” კონკრეტული წინადადებები და პოზიციები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ წინადადებასთან ერთად, რომელიც შეტანილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ჩვენ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინადადებები ვნახოთ. მესმის ბატონი მდინარაძის (მამუკა მდინარაძე), რომელიც ამბობს, რომ ფრაქციის ხელმძღვანელია და არ უნდა დააფიქსიროს წინადადება, მაგრამ მეორე მხრივ, ის საკონსტიტუციო კომისიის წევრია და აქედან გამომდინარე, ჩვენ კომისიის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, გვინდა მოსაზრებების და წინადადებების მოსმენა. ცხადია, ყველას გვაინტერესებს ერთმანეთის პოზიციები და არა ზოგადი თეორიები - რომ ესეც არსებობს და ისიც არსებობს”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge