საქართველოს საჰაერო სირვცის გამოყენება 8.38%-ით გაიზარდა
- ეკონომიკა
- 26.10.2015
- 14:56
საქართველოს საჰაერო სირვცის გამოყენება (ერთეული გადაფრენა) 8.38%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის საჰაერო სივრცე სხვადასხვა ტიპის ავიალიანერებმა 92 ათას 619 ჯერ გამოიყენეს. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის 9 თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 85 ათას 456 ერთეულ გამოყენებას უჩვენებდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წელს 2013 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცე 16.07%-ით მეტჯერ გამოიყენეს, რადგანაც 2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 79 ათას 798 გადაფრენას უტოლდებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200