ერაყელმა სამხედროებმა ისლამისტების მომზადების ბანაკები გაანადგურეს
- მსოფლიო
- 23.01.2017
- 11:50
ერაყის სამხედრო-საჰაერო ავიაციამ ანბარის პროვინციაში ”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მომზადების ორი ბანაკი დაბომბა. განადგურებულია 45 მებრძოლი. ავიადარტყმები ქალაქ ელ-ქაიმში განხორციელდა, რომელიც ანბარის პროვინციაში ისლამისტების უკანასკნელი დასაყრდენია.
სამხედროების ცნობით, პირველ ბანაკში 15 ტერორისტი მოკლეს, მეორეში კი - 30. დაჭრილია კიდევ 23 მებრძოლი, განადგურებულია ”ისლამური სახელმწიფოს” იარაღის მარაგი და ტექნიკა, რომელიც ბანაკებში ინახებოდა.
ერაყელმა სამხედროებმა მოსულში მიმდინარე ოპერაციის პარალელურად ანბარის პროვინციის დასავლეთით აქტიური მოქმედებები იანვრიდან დაიწყეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200