png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ისლამისტებმა ერაყში ქრისტიანული ეკლესია ”ხალიფატის შვილების” მომზადების ცენტრად გააქციეს

  • მსოფლიო
  • 23.01.2017
  • 13:22
ისლამისტებმა ერაყში ქრისტიანული ეკლესია ”ხალიფატის შვილების” მომზადების ცენტრად გააქციეს

 

”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ერაყის ქალაქ თელ-ქაიფის მთავარი ქრისტიანული ტაძარი ბავშვების მებრძოლებად აღზრდის ცენტრად გააქციეს. თელ-ქაიფის მოსახლოება ძირითადად ქრისტიანი ასირიელებისგან შედგება.

თვითმხილველთა თქმით, ტერორისტებმა ქალაქში ეკლესიების უმეტესობა დაანგრიეს. ქალაქის მთავარ ეკლესიას მებრძოლებმა ”აბუ თალჰა ალ ანსარი” უწოდეს და გადააქციეს ბაზად, სადაც ე.წ. ”ხალიფატის შვილებს” ამზადებდნენ. ქურთული ტელეარხის Rudaw-ის  ინფორმაციით, სწავლება 25-20 დღეს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ბავშვებს პირდაპირ ბრძოლის ველზე აგზავნიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანიას განუცხადა, ისლამისტებმა  იცოდნენ, რომ თვითმფრინავები ეკლესიებს არ ბომბავდნენ. ”ისლამურმა სახელმწიფომ” ეკლესია თავის შტაბად გადააქცია, მათ საიდუმლოდ მოჰყავდათ ბავშვები მოსულიდან”, - აღნიშნა თვითმხილველმა.

მედიის მონაცემებით, ბავშვების ასაკი საშუალოდ 15 წელს შეადგენდა. მოზარდები თავდაპირველად მეჩეთში ხალიფატისთვის ერთგულების ფიცის დასადებად მიჰყავდათ. შემდეგ კი ეკლესიაში განთავსებული ბაზაში გადაჰყავდათ, სადაც ბრძოლის ველზე გაგზავნამდე წვრთნიდნენ და არწმუნებდნენ, რომ სამოთხეში მოხვდებოდნენ.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობს ერაყის არმია, ქურთების ”პეშმერგას” რაზმები და საერთაშორისო სამხედრო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით. ქალაქი თელ-ქაიფი, რომელიც მოსულთან ახლოს მდებარეობს, ტერორისტებისგან უკვე გათავისუფლებულია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge