png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მანანა კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება ხდებოდა - ოთარ კახიძე

  • პოლიტიკა
  • 23.01.2017
  • 13:40
მანანა კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება ხდებოდა - ოთარ კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია. მისი თქმით, კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება ხდებოდა.

"მანანა კობახიძე არის ქართული ოცნების ერთერთი სპიკერი, შესაბამისად ყველანაირ შემთხვევაზე მას კომენტარი გაკეთებული აქვს. ყველაზე კომიკურია "ივანიშვილი რომ ილია ჭავჭავაძეა" და დითირამბებს რომ უძღვნიდა ოლიგარქს. დანარჩენი მის ნორმალურ შეფასებას რომელიმე სიტუაციაზე ვერ ნახავთ. "ლესბოსელი არ მინდა გავხდე" იყო მაგალითად ერთერთი შეფასება, "იქნებ შეაგინა და ამიტომ იმას დაურტყამს და დიდი არაფერი", - თქვა კახიძემ.

ოთარ კახიძე მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალურ პარალიზებაშიც ადანაშაულებს.

"მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მანანა კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება ხდებოდა. დაჩქარებული წესით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც ჩანერგილ მოსამართლე ტურავას მისცეს საშუალება, რომ უკვე განხილული საქმეები ხელახლა ჩაეშვა განხილვაში, რუსთავი 2-ის საქმე მაქვს პირველ რიგში მხედველობაში. მანანა კობახიძე იყო, ვინც ამ საქმეზე აქტიურობდა ყველაზე მეტად, რამაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა სასამართლოს მუშაობა და თქვენ გახსოვთ შემდეგ მოსამართლეების განცხადებები: "პროკურატურას უნდა დაველოდოთ ჩვენ და მერე დავიწყოთ საქმის განხილვა", "ძაღლი უნდა გავასეირნო ჯერ და მერე უნდა განვიხილო საქმე". ეს მანანა კობახიძის გაკეთებულია და გარდა მისა რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს და გარდა იმისა, რომ მისი შეხედულებები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს იმ ადამიანის ვინც ადამიანის უფლებათა თავი უნდა განმარტოს და დაიცვას კონსტიტუციაში გარანტირებული მოქალაქეების ინტერესები", - ამბობს დეპუტატი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კობახიძეც ადასტურებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში ან დღეებში მიიღებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge