png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 23.01.2017
  • 14:46
 ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ა.წ. 17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში  გამართული ვიზიტის შესახებ. კერძოდ, მან მიმოიხილა ნატოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებასა და საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან საქართველოს სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შავ ზღვაზე ნატოს უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

საუბარი, ასევე შეეხო, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge