primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სიმღერაზე ფიქრის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი - ნინო ბაშარული „ევროვიზიის" კონკურსზე

  • ეს საინტერესოა
  • 23.01.2017
  • 15:29
სიმღერაზე ფიქრის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი - ნინო ბაშარული „ევროვიზიის" კონკურსზე

მომღერალი ნინო ბაშარული საქართველოში ჩატარებული „ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსს უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიცალე, რომ ევროვიზიასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება დამეწერა. ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, როგორც უმეტესობა კონკურსისა საქართველოში. ამას ვწერ, რადგან კაცთმოყვარე ვარ და იქნებ შეიცვალონ და არ დარჩნენ ისეთები, როგორებიც არიან მავანნი. გულით მინდა, გეფიცებით.თუმცა შანსი ცოტა აქვთ გამოსწორების, როგორც ჩანს. მჯეროდა რომ ეს ევროვიზია მაღალ დონეზე იქნებოდა ორგანიზებული. იქნებოდა არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კონცერტი, კარგი კონცერტი, გამართული აპარატურით და პროფესიონალებით, სადაც ყველა მომღერალი თავის ინდივიდუალიზმს წარმოაჩენდა .ჩვენ ხომ უმეტესობას ეს გვინდოდა. გამარჯვებაზე ხომ რა ვიყავით დაფეთებული მაინცდამაინც. მართალია, დიდი პუნქტუალურობით არ ვიყავი გამორჩეული და ყველგან ვიგვიანებდი, თუმცა სპეციალურად არა და ჩემი მავნე თვისებებით ვიწყებ საუბარს, რაც მახასიათებს მაგრამ… როდესაც მომღერალი გენდობათ, ხომ შეიძლება ეს ნდობა გაუმართლოთ და არ უღალატოთ. როდესაც გენერალურ რეპეტიციაზე გეუბნებით, რომ კვამლი არ ჩამირთოთ და თქვენ, დაწყებისთანავე კვამლს და ბუღს მიყენებთ სცენაზე გამოსვლისას, რა დავარქვა ამ საქციელს… მე ხომ თქვენ თვალწინ ლამის დავიხრჩვი ხველებით რეპეტიციისას და გთხოვეთ კვამლი მახრჩობს, არ მინდა და დამიტოვეთ მხოლოდ ქარი-მეთქი, თქვენ კი პირიქით მოიქეცით, ბოლი მაკმიეთ, ქარი არ ჩართეთ და სიმღერაზე ფიქრის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი. ერთი სული მქონდა, მიკროფონი დამეგდო და გავსულიყავი… მოვახერხე და სიმღერა დავასრულე… კიდევ კარგი ცრემლსადენი გაზი ან სხვა რამ უბედურება არ ჩამირთეთ.
ადამიანურად მოგიდგებით და დავაბრალებ გულმავიწყობას ან უყურადღებობას, სხვა აზრი არ მინდა გავატარო, რადგან არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და ვერიდები უაზრო კონფლიქტებს. მეორე არის ის, მონიტორში რომ საკუთარ ხმას ვერ გაიგებს მომღერალი და დარბაზში გაჟღერებული ხმით იმღერებს, ეს რაღას მივაწეროთ. ეს ხომ მომღერლისთვის იგივეა, რომ სილა გააწნა. ესეც დავაბრალოთ ტექნიკურ ხარვეზს და ბოლოს, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ისევ “ხარვეზის” ბრალი ყოფილა. ჰმმმმმმ, ეს უნამუსო “ხარვეზი” , როგორ არა რცხვენია. ხუმრობა იქით იყოს და ეს ხომ მარტო კონკურსი არ იყო, ეს ხომ ხარისხიანი კონცერტიც უნდა ყოფილიყო, და თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ “ჰომოსაპიენსები” ვართ :))), ერთმანეთის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვებოდა… ზოგი გენერალური რეპეტიციიდან სახელდახელოდ შუა სიმღერიდან გამოისროლეს, ვჩქარობთო, ზოგიც დერეფანში ტიროდა. ამას კარგად ვხედავდით, ამ ადამიანურ კომედიას და გვეცინებოდა მეც და სხვასაც. რა რაოდენობის ფული უნდა გადამიხადონ, მომისყიდონ ისე, რომ გავხდე სუბიექტური და ნიჭიერი ადამიანების უფლებები შევზღუდო… ვაი, ჩვენს პატრონს… ბევრი მიხვდა რაშიც იყო საქმე, მით უმეტეს ამ ქვეყანაში არაფერი იმალება მაგრამ ამის ფაქტებით განვრცობა რომ დავიწყო, ამისი არც დრო მაქვს და არც სურვილი. ყველას გვყავს ყველგან სანაცნობო, და არ არსებობს საიდუმლო გაცხადებული რომ იქნას. უბრალოდ ზოგი დუმს, რომ მომავალი არ გაიფუჭოს, ზოგი კი ლაპარაკობს, რადგან ზოგჯერ დუმილი დანაშაულია. თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებულს საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია ჰქონდა ჩადებული თავის ნომერში. ვუსურვებ მას წარმატებას და დაე, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო .
ამაში ხელს უწყობს ხმაც, ვიზუალიც და ბრძოლისუნარიანობაც. რაც შემეხება მე. მე ნინო ბაშარული ვარ და ვქმნი ჩემს შემოქმედებას და ასეც ვაპირებ გავაგრძელო. რაც შეეხება ლაივში სიმღერას, მთელი ცხოვრებაა ცოცხლად ვმღერი და ჩემი სოლო კონცერტებიც წარმატებით იმართება და წინ მრავალი სოლო კონცერტი მელის, რომელიც გაიმართება თქვენთვის, საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ, სადაც შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ამომიფრქვევენ კვამლს და არ გამგუდავენ სცენაზე:))) მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მგულშემატკივრობდა. მიყვარხართ და ვიმღერებ თქვენთვის“, - წერს ნინო ბაშარული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge