აფეთქება ლონდონში - დაშავებულია 5 ადამიანი
- მსოფლიო
- 24.01.2017
- 09:58
5 ადამიანი დაშავდა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰორნჩარჩში მომხდარი აფეთქების შედეგად.
საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შემდეგ გაჩენილ ხანძარს 70-მდე მეხანძრე ებრძოდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ, შენობის ფასადის ალმოდებული ფრაგმენტები მთელ ქუჩაზე მიმოიფანტა.
30-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ბალონები გახდა, რომლებსაც ცეცხლი მოედო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200