საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა
- პოლიტიკა
- 24.01.2017
- 10:20
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200