ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე - გარდაცვლილია მამაკაცი
- საზოგადოება
- 24.01.2017
- 11:53
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში - კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200