png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყველას მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან - წულუკიანი ცერცვაძის საქმეზე

  • პოლიტიკა
  • 24.01.2017
  • 13:29
ყველას მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან - წულუკიანი ცერცვაძის საქმეზე

,,სრული პასუხისმგებლიობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, თითოეული თქვენთაგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ცერცვაძის ინტერესების დასაცავად, ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 

“სრული პასუხისმგებლიობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, თითოეული თქვენთაგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული. მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთი პირადი მონაცემი, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეს, ან თუნდაც უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მასზე მითუმეტეს, ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი ინფორმაციით, უკრაინასთან შესაბამისი თანამშრომლობა მიმდინარეობს. 

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, ისე, რომ ზოგიერთი ხმამაღლა მყვირალი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე დაცული იქნეს. ეს არის ის, რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ. ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი მთავრობის, სამართალდამცველი ბლოკის, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს და შედეგებს დაველოდოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge