ბაღდადში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 24.01.2017
- 14:13
ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ერაყის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც მედიას ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა განუცხადა, დანაღმული ავტმობილი აფეთქდა.
აფეთქება ან-ნაჰდას სავაჭრო რაიონში მოხდა. ქვეყანაში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარება კვლავ შენარჩუნებულია. მებრძოლები ხშირად აწყობენ ტერაქტებს, რომლის მსხვერპლი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200