png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად დაამტკიცეს

  • პოლიტიკა
  • 24.01.2017
  • 15:33
ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად დაამტკიცეს

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად აირჩია. ნათია სირაბიძე საზოგდოებასთან ურთიერთობის სპეცილისტია. მისი კანდიდატურის წარდგენა ბათუმში, 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოხდა.

„ჩემთვის საამაყოა და დიდი პატივია, რომ ამირჩიეს. ვფიქრობ ძალიან გამიმართლა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრებს დიდი მიღწევები აქვთ კულტურის სფეროში თავიანთ ქვეყნებში. აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი კულტურული ცენტრია და რეგიონს სამომავლოდ უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია კულტურათა შორის დიალოგის და კულტურის დიპლომატიის მხრივ.“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ევროპის კულტურის პარლამენტის ახლადარჩეულმა წევრმა ნათია სირაბიძემ.

აევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოდან ხუთი წევრია: რუსუდან ფეტვიაშვილი, ლევან ხეთაგური, დავით საყვარელიძე, დავით ლორთქიფანიძე და ნათია სირაბიძე. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის პირველი სხდომა მაისში ჰოლანდიაში, ქ. როტერდამში გაიმართება.

ევროპის კულტურული პარლამენტი 2001 წელს ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება, კულტურის სფეროში იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან. ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები არ წარმოადგენენ რომელიმე ორგნიზაციას, არამედ არიან თვიანთი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპაში კულტურის პოლიტიკის შემუშავებისას.

რაც შეეხება ნათია სირაბიძეს, ის არის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ამჟამად ლექციებს კითხულობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. ის გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF, აშშ) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს პიარში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. კითხულობდა ლექციებს ამერიკისა და აზიის ქვეყნებში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელე მედიაში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს "წარმატების გასაღები" ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. არის საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი, მედია მენეჯერთა საერთაშორისო კლუბის წევრი და სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge